სტუდენტთა რესპუბლიკური ოლიმპიადა „ნიადაგი - ერის საუნჯე“

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და და მელიორაციის ინსტიტუტში ჩატარდა სტუდენტთა რესპუბლიკური ოლიმპიადა თემაზე: „ნიადაგი - ერის საუნჯე“. ოლიმპიადაში ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და აგრონომიის მეორე კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადაზე ქრისტინე ლომიამ და გელა ძირკვაძემ პირველი ადგილი მოიპოვეს, ხოლო პაატა ლომაძემ მეორე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ სტუდენტებს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა