სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმის ბულვარი - წარსული და თანამედროვეობა“

სურათი

17 მაისს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმის ბულვარი - წარსული და თანამედროვეობა“. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ბულვარის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ბულვარის თემატიკით დაინტერესებულ პირებს.

ბათუმის ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და ამასთანავე სარეკრეაციო ზონაა. იგი არსებობის 137 წელს ითვლის და მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. პირველი სამეცნიერო კონფერენცია - „ბათუმის ბულვარი - წარსული და თანამედროვეობა“ გააერთიანებს როგორც ბათუმის ბულვარის ისტორიით, განაშენიანებითა და ღირშესანიშნაობებით დაინტერესებულ მკვლევრებს, ისე ბიო-მრავალფეროვნების და ეკოლოგიის სპეციალისტებს.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის შადრევანთან მოეწყობა ძველი და ახალი ბულვარის წარსულის და თანამედროვეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.

გთხოვთ, 10 მაისამდე მოხსენებები გადმოგზავნოთ ელფოსტაზე: tamar.siradze@bsu.edu.ge 

 

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა