ბსუ აცხადებს მიღებას მედიაციის მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მედიაციის მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. მედიაციის მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია მედიატორის პროფესიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

კონკურსანტმა აპლიკაცია და პირადობის მოწმობის ასლი უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელფოსტაზე:  mediats@bsu.edu.ge

საბუთების მიღება იწარმოებს : 25.01.2021-08.02.2021 ჩათვლით.

პროგრამა მოიცავს 12 სასწავლო კურსს (სულ 60 კრედიტი). სრული კურსის საფასური შეადგენს 1000 ლარს.

საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,MEDIATS” ფარგლებში.

პროგრამა ითვალისწინებს 15 წარმატებული მსმენელის ორკვირიან სტაჟირებას ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით.

რა არის მედიაცია?

მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას.

მედიატორი არის ნეიტრალური პირი, რომელიც წარმართავს მოლაპარაკების პროცესს.

მედიატორისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების დასაუფლებლად გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო კურსებს:

  • მედიაციის შესავალი - 5 კრედიტი
  • მედიაცია: უნარები და პროგრამები - 5 კრედიტი
  • მედიაცია, როგორც ქონებრივი და შრომითი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზა - 5 კრედიტი
  • საოჯახო მედიაცია -  5 კრედიტი
  • გამოყენებითი კონფლიქტოლოგია - 5 კრედიტი
  • კონფლიქტების ლოკალური კვლევა - 5 კრედიტი
  • სოციალური ფსიქოლოგია - 5 კრედიტი
  • ძალადობის ფსიქოლოგია - 5 კრედიტი
  • ინფორმაციის მართვა მედიაციაში -  5 კრედიტი
  • სტრესი - 5 კრედიტი
  • პროფესიული ეთიკა - 5 კრედიტი
  • პრაქტიკა - 5 კრედიტი

 

  აპლიკაციის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა