ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ონლაინ ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

სურათი

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

26 თებერვალს, 17:00 საათზე, ბსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ ღია კარის დღეების ფარგლებში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ლელა თურმანიძე აბიტურიენტებისთვის გამართავს ონლაინ შეხვედრას.

ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე ისაუბრებს  ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის პირობებზე, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზე.

პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

ზუსტ მეცნიერებათა  და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

მათემატიკა

კომპიუტერული მეცნიერებები

ფიზიკა

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ბსუ-ს პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის:

https://bsu.edu.ge/prezentacia2/

ასევე, ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები:

https://bsu.edu.ge/360/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა