ბსუ-ს სტუდენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრში აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები 2020-2021 სასწავლო წელს სწავლის სემესტრულ საფასურს გადაიხდიან (ადმინისტრაციული რეგისტრაცია)   სამ ეტაპად.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის ეტაპები:

  • I ეტაპზე - 2021 წლის 15 მარტის  ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 40%;
  • II ეტაპზე – 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%; 
  • III ეტაპზე – 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%.

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი -  სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური; დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, საგანმანათლებლო პროგრამა და სწავლის წელი (კურსი).

გადახდილი სწავლის საფასურის (კრედიტების საფასურის) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში  ავტომატურად ასახვის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბანკში საბილინგო სისტემა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა