SCAC მცირე კვლევითი წამახალისებელი საგრანტო პროგრამა - 2021

კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია), პროექტის - „კლიმატის ცვლილებებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში (SCAC)", ფარგლებში აცხადებს მცირე კვლევით წამახალისებელ საგრანტო პროგრამა - 2021-ს. პროგრამა  ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდა მკვლევრებს უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონში მიმდინარე კოლაბორაციული (ტრანსსასაზღვრო) კვლევების თანადაფინანსებით, რომელიც დაკავშირებულია კავკასიის რეგიონული კვლევის დღის წესრიგის (C-RRA) დოკუმენტში წარმოდგენილ ერთ ან რამდენიმე შემდეგ პრიორიტეტულ თემასთან.

პრიორიტეტული თემებია: კლიმატური ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ტყის რესურსები, წყლის რესურსები, მიწათსარგებლობა, ბუნებრივი საფრთხეები, მოსახლეობა და კულტურული მრავალფეროვნება, ტურიზმი და რეკრეაცია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და დაგეგმარება და მთის კრიოსფერო.

პროგრამის მიზანია ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა და კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში კვლევების შედეგების გამოქვეყნების გზით.  საუკეთესო 2-3 პროექტის წარმომადგენელი ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას კავკასიის მთის მესამე ფორუმში და სრულად დაუფინანსდება რეგისტრაციის მოსაკრებელი ხარჯები.

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა