სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2021

სურათი

23 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  სტუდენტთა საუნივერსიტეტო   სამეცნიერო კონფერენცია - 2021. სტუდენტი კონფერენციაში ნაშრომის წარდგენისთვის 2021 წლის 23 ივნისს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადდეს „სამეცნიერო კონფერენციის პროგრამით“ განსაზღვრულ აუდიტორიაში (გთხოვთ იხილოთ დანართი 1).

სექციების მიხედვით  გამოვლინდება შემდეგი საპრიზო კატეგორიები:

      I ადგილი - 150 ლარი;
      II ადგილი - 100 ლარი;
      III ადგილი 50 ლარი.

I, II და III ადგილზე გასული ნაშრომები გამოქვეყნდება 2021 წლის ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში;

სხვა მონაწილეებს კი გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  1. 2021 წლის 23 ივნისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;
  2. 2021 წლის 26 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.

კონფერენციის ორგანიზატორები:

  1. ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;
  2. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ;
  3. ბსუ-ს ფაკულტეტები;
  4. სამეცნიერო კვლევების სამსახური.

კონტაქტი: sss@bsu.edu.ge
მობ: 577086068, 593409398

 

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა