აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი

კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,ბსუ“)  აკადემიური თანამდებობების (პროფესორის, ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ-პროფესორებისა  და ასისტენტების) დასაკავებლად; 
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ კონკურსანტის ანკეტაში აღნიშნული კონკურსანტის ნაშრომის/სტატიის/მოხსენების შესახებ ინფორმაციის ბსუ-ს უფლებამოსილის პირის მიერ დადასტურება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 26 აგვისტოდან  01 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N01-02/126 ბრძანებით (დანართი 3) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებული დოკუმენტის საფუძველზე (ფორმები განთავსდება კონკურსების ველში).
  3. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 02 სექტემბრიდან 08 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა),  10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2021@bsu.edu.ge);
  4. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2021 წლის 13 სექტემბრისა  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ შრომითი ურთიერთობა დაიწყება კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 02 აგვისტოს ბრძანების დანართი 1-ში აღნიშნული ვადიდან. 
  6. კონკურსის ძირითადი პირობებია:

6.პროფესორის კადემიურ თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ან მიღებულია დასაბეჭდად თანდართული კლასიფიკატორის 2.2, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.5 ან 3.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.2 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 6 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.2, 4.3, 4.4 ანბოლო 3 წლის განმავლობაში - 4.5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამეცნიერო აქტივობაში;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით მისი ხელმძღვანელობით სტუდენტს (ბაკალავრს, მაგისტრანტს, დოქტორანტს) გამოქვეყნებული აქვს თანდართული კლასიფიკატორის 2.3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო ნაშრომი;

ე) აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;

ვ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;

ზ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;

დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1.  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

 ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

 გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;

  1. ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ დანართი 1).

  1. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინო:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);

დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას (საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის);

ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ასისტენტ-პროფესორმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პირველი საფეხურისათვის);

ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

თ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვან პროგრამაზე სასწავლო პროცესის წარმართვის შემთხვევაში). კონკურსანტი, რომელიც არანაკლებ ორი სემესტრის განმავლობაში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ატარებდა ლექციებს ინგლისურ ენაზე, თავისუფლდება უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან.

ი)  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძვანელო/სალექციო კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია (იმ ენაზე, რომელენაზეც ტარდება ლექცია) და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები), თუკი კონკურსატს შემოაქვს განაცხადი პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა, თუკი კონკურსანტს სურს დაიკავოს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა.

8.. ასისტენტის თანამდებობის დაკავების მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამოტივაციო წერილი;

გ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიას ასევე უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (განაცხადის ფორმა იხილეთ ქვემოთ);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის დანართი №3 -ის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ).

გ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა)).

10. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე.

11. ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების  წესი“, ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“ იხილეთ ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.bsu.edu.ge (კონკურსების ველში).

12. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით:

ა) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზლოაციაში მყოფი) კონკურსანტი უფლებამოსილია ამ ფაქტის შესახებ წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს საკონკურსო განცხადება და დოკუმენტაცია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2021@bsu.edu.ge. ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურის მიღების წესის“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე;

ბ) კოვიდინფიცირებული (ან თვითიზლოაციაში მყოფი) კონკურსანტის შესაბამისი განცხადების შემთხვევაში დასაშვებია მის მიერ განცხადების/საჩივრის საპროცედურო კომისიაში ელექტრონულად წარდგენა (ასეთ შემთხვევაში საპროცედურო კომისიის მიერ განმცხადებელზე/მომჩივანზე ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურის მიღების წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ცნობა გაიცეს ელექტრონულად, კონკურსანტის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე);

გ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ კონკურსანტთა განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია საპროცედურო კომისიისგან მიიღოს მხოლოდ ელექტრონული სახით (შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენილი), ხოლო მატერიალური სახით წარმოდგენილი მასალა - მხოლოდ ამის საჭიროების შემთხვევაში;

დ) დასაშვებია საკონკურსო კომისიამ დაადგინოს მუშაობის ან/და კონკურსანტებთან გასაუბრების დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით);

ე) დასაშვებია აპელაციო კომისია დაადგინოს მუშაობის დისტანციური ფორმატი (ZOOM პლატფორმის მეშვეობით), მათ შორის განმარტების მისაღებად ონლაინ-სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი კომისიების (საპროცედურო, საკონკურსო, სამუშაო ჯგუფი) წევრები ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა სამსახურებრივი საქმიანობით დაკავშირებული იყოს კონკურსანტის მიერ გასაჩივრებულ საკონკურსო პროცედურებთან.

 

ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ - №01-02/126

ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 02 აგვისტოს №01-02/126 ბრძანებით გამოცხადებული ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის შედეგად 65 წელს მიღწეული პირების არჩევის შესაძლებლობის შესახებ

"ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს №01-02/126 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

2021 წლის სექტემბერში ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისათვის საკონკურსო და სააპელაციო კომისიების შექმნის შესახებ

  ბსუ-ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  ბსუ-ს აფილირების წესი
  ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
  განცხადება კონკურსანტის
  კონკურსანტის შრომების დამოწმების ფორმები
  ეთიკის კოდექსი
  კონკურსანტის ანკეტა
  ბსუ-ს შინაგანაწესი
  ბსუ-ს წესდება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა