ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბსუ-ში კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

სურათი

22 იანვარს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (55-ე აუდიტორია) ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიებაზე ბიძინა კულუმბეგოვი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსურველებს შეეძლებათ, სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ აიცრან. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.

შეხვედრა პროექტის ,,ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ,,საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით გაიმართება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა