ბსუ-მ აბიტურიენტებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მომავალ სტუდენტებს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე შეხვდა  და  უნივერსიტეტის  ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, მიღწევები, სტუდენტური ცხოვრება და სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო. აბიტურიენტებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს. სკოლის მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს ფიზიკის, იმუნოგენეტიკის, კრიმინალისტიკისა და სინქრონული თარგმანის  ლაბორატორიებში.

ახალგაზრდებმა ასევე ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ინოვაციურ ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის კონსტრუქციები, შენობა-ნაგებობების მაკეტები დაათვალიერეს და  მონაწილეობა მიიღეს ფაბლაბში სხვადასხვა ნივთის დამზადებაში. შეხვედრის დასასრულს, სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო ბროშურებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა