საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ საზეიმოდ დაიხურა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ საზეიმოდ დაიხურა.  ორდღიან კონფერენციაში 150 ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი, მკვლევარი და ექსპერტი მონაწილეობდა, რომელებმაც მოხსენებები ადრეული განათლების აქტუალურ საკითხებზე წარმოადგინეს. საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავდა ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში ხარისხის, ხელმისაწვდომობის და ინკლუზიის შესახებ აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

კონფერენციის საზეიმო დახურვაზე გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა სერტიფიკატები გადასცეს სემინარის „სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების შექმნა საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით“ მონაწილეებს, რომელიც  გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფები და  პრეზენტაციები აჭარაში მომუშავე სკოლამდელი განათლების პრაქტიკოსებისა  და მენეჯერებისთვის. ასევე გაიმართა ვებინარი სკოლამდელ დაწესებულებებსა და ოჯახებს შორის პარტნიორობის  მეშვეობით პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერის მიზნით.

სამეცნიერო ფორუმის საზეიმო დახურვას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ესწრებოდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა