საგრანტო კონკურსი „კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტი (CySIG)“

ორგანიზაცია CRDF Global-ი აცხადებს საგრანტო კონკურსს „კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტის (CySIG)“ მოსაპოვებლად. კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტები არის CRDF-ის გრანტები აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად. გრანტების მიზანია აკადემიურ და კვლევით დაწესებულებებში დაცვისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება იმ ბოროტმოქმედი სუბიექტების მხრიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების წინაშე, რომლებიც ცდილობენ, კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებზე არაავტორიზებული წვდომის მეშვეობით მოიპარონ სენსიტიური კვლევითი და საპროექტო მონაცემები.

 აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებს შემდეგ  თემებზე:

  • მეცნიერება და ტექნოლოგია;
  • ინჟინერია (ყველა ტიპის);
  • სოციალური მეცნიერებები;
  • სამედიცინო დარგი;
  • გამოთვლითი დარგი;
  • ნავიგაცია და საავიაციო რადიოელექტრონიკა;
  • წევის სისტემები;
  • ტელეკომუნიკაცია და ინფორმაციის უსაფრთხოება;
  • ელექტრონიკა.

განაცხადის გაკეთება შეუძლია, როგორც მთლიან დაწესებულებას, ასევე დაწესებულების ცალკეულ დეპარტამენტსაც. ასევე, აპლიკაციისა და ბიუჯეტის ნაწილი შესაძლებელია მომზადდეს ქართულ ენაზე.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს ერთ წელს, ხოლო გრანტის ოდენობა:
30 000 $-მდე.

კონკურსის დაწყების თარიღი: 2022 წლის 9 ივლისი.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისი.

გრანტებთან დაკავშირებული კრიტერიუმები, სხვა დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი ელმისამართები წარმოდგენილია დანართის სახით მოცემულ ფაილში.
 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა