აჭარის დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან უფრო მეტად დაახლოებას, სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და დასაქმების სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ დეკანებსა და სტუდენტებს 2022 წლის სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნობრივი ქვეპროგრამა წარუდგინა. პროგრამა მიზნად ისახავს ბსუ-ს სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სასწავლო, თეორიული და პრაქტიკული უნარების კურსის გავლას. სწავლის პარალელურად სტუდენტების დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებასა და სტუდენტებში შრომითი უნარების განვითარებას შემდგომი დასაქმების მიზნით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა