კონკურსი უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში

კონკურსი უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები)   მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად (მე-2 ეტაპი)

  1. ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 25 ივლისის N01-02/186  ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი 2022 წლის 1 სექტემბრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები (2022 წლის მე-2 ეტაპზე) ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის გამოვლენისათვის.
  2. კონკურსის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებია:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2022 წლის 26 ივლისი 8 აგვისტოს ჩათვლით;

ბ) კონკურსის ჩატარების ორგანიზება - 2022 წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით;

გ) გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2022 წლის 17 აგვისტო.

3. ბსუ-ს ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ბსუ-ს 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, წინამდებარე ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის მიზნებისათვის განისაზღვრა თითოეული ფაკულტეტის/ინსტიტუტის დაფინანსების მოცულობა (ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის - პირები, რომლებმაც კონკურსის გამოცხადებამდე 7 წლის განმავლობაში მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ასაკი არ აღემატება 35 წელს) შემდეგნაირად:

3.1. ფაკულტეტებისათვის:

ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 10 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1000 ლარი);

ბ) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1500 ლარი);

გ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 7 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 3000 ლარი);

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 6 500 ლარი;

ე) ტექნოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 5 000 ლარი;

ვ) ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 10 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში -4000 ლ.)

ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის - 8 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 2000 ლარი);

  1. ინსტიტუტებისათვის:

ა) ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის -  3 000 ლარი  

ბ) ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის -  3 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1000 ლარი);

გ) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალისათვის  - 3 000 ლარი (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში - 1000 ლარი);

  1. კონკურსში მონაწილეობის მიზნით ბსუ-ს აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის პირმა (შემდეგში - კონკურსანტმა) ელექტრონულად (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დაფინანსების განაცხადი (შევსებული წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად)  და შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.); 

ბ) ოფიციალური მოწვევის (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;

გ) მოხსენების მოკლე ტექსტი ქართულ ან/და მოხსენების ტექსტი/პრეზენტაცია კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე; მოხსენების შესაბამისი, გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი/სტატია;

დ) შესაბამისი ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის/ინსტიტუტის განყოფილების სხდომის გადაწყვეტილება (ოქმის ამონაწერი), ღონისძიებაში დასაქმებულის მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ე) სხვა დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიება და საჭიროა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

  1. აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მიერ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) განსახორციელებელი ღონისძიებისა და ორგანიზატორი დაწესებულების რეიტინგი;

ბ) კონკურსანტის მოხსენების შესაბამისობა ბსუ-ს კვლევის პოლიტიკის მიხედვით დამტკიცებულ ძირითადი სამეცნიერო-კვლევით მიმართულებების სამეცნიერო საქმიანობის გეგმასთან/ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევის მუშაობის გეგმასთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონკურსანტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობა (Web of Science, Scopus, ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებებით) ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში ან/და ქართველოლოგიური მიმართულებით გამოქვეყნებული/გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები და მათ ციტირება);

გ) ქვეყნის გარეთ (უცხოეთში) გასამართ სამეცნიერო ღონისძიებაში (მივლინების) მონაწილეობის დაფინანსებისათვის დასაქმებულისათვის 1 კალენდარული წლის განმავლობაში გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

  1. საკონკურსო კომისია განიხილავს საკონკურსო დოკუმენტებს, კონკურსანტებთან გასაუბრების გზით დაადგენს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებებს და კონკურსანტთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა მიიღოს შესაბამისი კონკურსანტის დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება (ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ან/და კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმის შესაბამისად განსაზღვრული სარეიტინგო ქულების დაანგარიშებით).
  2. ბსუ-ს დაფინანსებით განხორციელებული აქტივობის შემდეგ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლების ანგარიშები უნდა განიხილოს შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭომ და სამეცნიერო საბჭომ და მიღებული შედეგის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა/ინსტიტუტის დირექტორმა სამსახურებრივი ბარათი უნდა წარუდგინოს რექტორს (ბარათი დამუშავებისათვის ეგზავნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სამეცნიერო კვლევების სამსახურს და საქმისწარმოების სამსახურს).
  3. თუკი გამოვლინდება დაფინანსებული პირის მიერ შესაბამისი აქტივობის განუხორციელებლობა/ღონისძიებაში მონაწილეობის მიუღებლობა/გაცემული დაფინანსების თანხის არამიზნობრივად გამოყენება, დაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში დააბრუნოს მიღებული თანხა ბსუ-ს ანგარიშზე.

 

  ბრძანება 01-02-186
  გადაწყვეტილება 07-0121
  დაფინანსების განაცხადის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა