ბსუ-ში კურსდამთავრებულთა გამოშვების 85-ე საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 85-ე საიუბილეო საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილეებმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწავლის დასრულება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1650-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ღონისძიებაზე წარჩინებული სწავლის, აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და  პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის 190  სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია ქუდების ასროლით, ფოიერვერკის გაშვებითა და „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით დასრულდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა