ბსუ-ში მეშვიდე საზაფხულო უნივერსიტეტი „ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა“ გაიხსნა

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ორგანიზაციის „სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში“ ორგანიზებით მეშვიდე საზაფხულო უნივერსიტეტი ,,ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა“ გაიხსნა თემაზე: ,,რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ახალი გამოწვევები და რისკები ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რეჟიმისათვის“. საზაფხულო უნივერსიტეტი გახსნეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელმა შორენა ლორთქიფანიძემ.

საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში ჩატარდება ინფორმაციული სემინარები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის. სემინარებში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები ლექციებს წაიკითხავენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. 24 აგვისტოს ჩატარდება სემინარის გაფართოებული ფორმატი,  შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განხილული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

სამი დღის განმავლობაში ექსპერტები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გლობალური უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი დღეს, ინდო-ჩინეთის რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივა და რუსეთის აგრესიის კონტექსტი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინის ომის კონტექსტში, ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, NATO-ს გაფართოება: ფინეთისა და შვედეთის შემთხვევების კვლევის მაგალითზე. ასევე უცხოელი მკვლევრები კინგს კოლეჯისა და ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრის გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.

საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა:

22 აგვისტო

პირველი სესია: გლობალური უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი დღეს

დოქტორი თომას იონტერი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, ახალი ბირთვული წესრიგი? ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების 2022 წლის კონფერენციისგან მიღებული გაკვეთილები

ლარს ვან დასენი, ბირთვული უსაფრთხოების მსოფლიო ინსტიტუტი (WINS), აღმასრულებელი დირექტორი

მეორე სესია: ინდო-ჩინეთის რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივა და რუსეთის აგრესიის კონტექსტი

დოქტორი ფილიპ ფლური,  ვენზაოს უნივერსიტეტის პროფესორი, ტაივანი, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) დამფუძნებელი

23 აგვისტო

კინგს კოლეჯისა და ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრის გამოცდილებების გაზიარება

კარლ დივი, ასოცირებული მკვლევარი და მეცნიერებისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის პროექტების კოორდინატორი, უსაფრთხოების კვლევის სკოლა, კინგს კოლეჯი ლონდონი 

მარგარეტ პოლი,  პროგრამების უფროსი მენეჯერი, ჯეიმს მარტინის ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრი, საერთაშორისო კვლევების მიდლბურის ინსტიტუტი, მონტერეი.

რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინის ომის კონტექსტში

ბაკურ კვაშილავა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ჯიპა (GIPA)

თამარ პატარაია, დამფუძნებელი და ბორდის წევრი, სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში (CCDS)

რეგიონული უსაფრთხოება და საჭიროებები ტურბულენტური დროებაში

ვასილ გედევანიშვილი, საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი

როზი პეტროვი, ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამა, აშშ-ის საელჩო საქართველოში (EXBS)

ივანე აბაშიძე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი

24 აგვისტო

დოქტორი თომას იონტერი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, ნატო-ს გაფართოება: ფინეთისა და შვედეთის შემთხვევების კვლევა

დისკუსია

ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტში     დოქტორი ფილიპ ფლური

ლარს ვან დასენი, ბირთვული უსაფრთხოების მსოფლიო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი WINS

დისკუსია

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა