სლოვაკეთის სტიპენდიის პროგრამა 2023-2024 სასწავლო წლისთვის

სურათი

ქართველი სტუდენტებისათვის სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამები 2023-2024 სასწავლო წლისათვის. სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და PhD სტუდენტებს შეუძლიათ ასევე განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. 

აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk; ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე. 

სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილის - 16:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დრო).

აღნიშნული სტიპენდიის პროგრამის თაობაზე 2023 წლის 1 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე, დაგეგმილია ონლაინ ვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე შემდეგი პლატფორმების მეშვეობით: 

 

  • www.saia.sk/en/main/news/news/webinar-study-and-research-scholarships-to-slovakia
  • www.facebook.com/events/649168840550395
  • www.instagram.com/p/CqDI6GCqYzz

2023/2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტები და PhD სტუდენტები) შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს სილვია ლიპოვსკას (Silvia Lipovská), e-mail: nsp-foreign2@saia.sk , ხოლო აპლიკანტებს (უნივერსიტეტის ლექტორები და მკვლევარები) შეუძლიათ დაუკავშირდნენ სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ონდრეი არადსკის (Ondrej Aradský), e-mail: nsp-foreign@saia.sk

 

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა