ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჟან მონეს ახალი პროექტის პრეზენტაცია ბსუ-ში

სურათი

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (55 აუდიტორია) ჟან მონეს ახალი პროექტის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია" პრეზენტაცია გაიმართება. ჟან მონეს ახალი სასწავლო მოდული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2023 წელს მოიპოვა ევროკავშირისგან და მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ღონისძიებას დაესწრებიან სტუდენტები, უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელი, ჟან მონეს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ისაუბრებს პროექტის მიზნების, დაგეგმილი აქტოვობების და სამომავლო გეგმების შესახებ.

ღონისძიება არის საჯარო და შეუძლია დაესწროს ნებისმიერი დაინტერესბული პირი. ჟან მონეს მოდული დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა