ბსუ-ში მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ინკლუზიური სისტემები, მომსახურებები და პრაქტიკა თითოეული ბავშვის ადრეული განათლებისა და განვითარებისთვის“ გაიმართება

სურათი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ადრეული განათლებისა და ზრუნვის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის თარიღი გამოაცხადეს. კონფერენცია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება, 26-27 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.

მესამე საერთაშორისო კონფერენციის ძირითადი თემაა "ინკლუზიური სისტემები, მომსახურებები და პრაქტიკა თითოეული ბავშვის ადრეული განათლებისა და განვითარებისთვის“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა