საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დოქტორანტებისათვის - მეორე International Excellence Schoo-ი

სურათი

5-7 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პარტნიორობით დოქტორანტებისათვის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - მეორე International Excellence School-ი გაიმართება. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს  უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.  მეორე საერთაშორისო Excellence school-ის თემატიკაა „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“.

 

მეორე საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 მაისი, 16:00 საათი.

 

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ორგანიზატორებს მიმართეთ შემდეგ ელმისამართზე: internationalisation_georgia@savvybusiness.eu

International Excellence School-ის ჩატარება მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა (მაგ. დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და მკვლევრები დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში) და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. ძირითადი ამოცანაა, ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.

 

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა