ბსუ-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის აბიტურიენტებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აბიტურიენტებს ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე შეხვდა, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, სოციალური პროექტები, გაცვლითი პროგრამები გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ.

სკოლის მოსწავლეებმა პროფესორ - მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს კრიმინალისტიკის კაბინეტში, გაეცნენ კვალის აღების მეთოდიკას, სასამართლო საიმიტაციო დარბაზში სპეციალისტების ჩართულობით გადაინაწილეს როლები და იმიტირებული პროცესი გამართეს. გაეცნენ იურიდიული კლინიკის, სინქრონული თარგმნის ლაბორატორიისა და ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას.

ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა