გამოცხადდა გარე მობილობა ბსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე „ბუღალტრული აღრიცხვა“ (მე-5 დონე) და „საექთნო განათლება (მე-5 დონე)

ბსუ-ში გარე მობილობის მსურველებმა 2025 წლის 13 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. №15, VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი №303) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/ შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას); 

გ) შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ (გავლილი სასწავლო კურსების/მოდულების დამოწმებულია სია).

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა