პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ბსუ-ს პროფესიული სტუდენტი მარიამ ჩხაიძე რექტორმა 1000-ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვა

სურათი

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ სტუდენტი მარიამ ჩხაიძე, ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ 1000-ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვა. რექტორმა მარიამს გამარჯვება მიულოცა,  ხაზი გაუსვა მის წვლილს საბიბლიოთეკო მიმართულების განვითარების საქმეში და წარმატებები უსურვა. ასევე, მადლობა გადაუხადა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის გუნდს გაწეული მუშაობისთვის.

მარიამი 2012 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ბიბლიოთეკაში, რომელიც მისი ძალისხმევით სოფლის მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ იქცა. იგი აქტიურად მონაწილეობს, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტებში, ისე საერთაშორისო საგრანტო აქტივობებში.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი მარიამ ჩხაიძის საქმიანობის შესახებ, შედგა პროექტის „აჩუქე წიგნი აცანის ბიბლიოთეკას“ შეჯამება, სადაც აცანის ბიბლიოთეკას გადაეცა სტუდენტური პროექტით შეგროვებული წიგნები. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა  პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა, მადონა მიქელაძემ. ღონისძიებას ასევე  ესწრებოდნენ რექტორის მოადგილეები: მერაბ ხალვაში და თამარ სირაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ღლონტი.

ბსუ აგრძელებს პროფესიული განათლებისა და სტუდენტთა განვითარების მხარდაჭერას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა