ბათუმის XIV საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში

სურათი

1-7 აგვისტოს,  ხულოს მუნიციპალიტეტში (სხალთის ხეობა) ჩატარდება ბათუმის XIV საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში. სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ბლოკებს:

I. თეორიულ ბლოკში ლექციებს წაიკითხავენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე ექსპერტები და სპეციალისტები. ზოგადი ხასიათის თეორიული ლექციების გარდა, ამ ბლოკში წარმოდგენილი იქნება აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსები (ARMAZI, ECLinG, SSGG, GDC, GNC, DigiArchive, OCR, HTR, OpenAI, ChatGPT).

II. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი დოკულინგვისტიკის და ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, დოკუმენტირებისა და არქივირების პროგრამული ინსტრუმენტები (EAF) და სტანდარტები (XML, TEI-P5), ენობრივი რესურსების დამუშავების მულტიმედიალური ფორმატი (ELAN), ენობრივი რესურსების ლინგვისტური დამუშავების ძირითადი პრინციპები დიგიტალურ ეპოქაში და რესურსების ლინგვისტური დამუშავების პროგრამული საშუალებები (Flex), ხელოვნური ინტელექტი (OCR, HTR, OpenAI, ChatGPT);

III. საზაფხულო სკოლა თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს მსმენელების ორიენტირებას პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ლექციებსა და ვორკშოპზე შეძენილ ცოდნას სტუდენტები გამოიყენებენ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარებული ექსპედიციიებისა და ლაბორატორიული სამუშაოების ფარგლებში; სტუდენტები გამოცდილი ექსპერტების ხელმძღვანელობით თავად მოახდენენ ამოცანების დასმას და ტესტების გენერირებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჩაიწერენ მასალებს, რის შემდეგაც მოახდენენ მოპოვებული მასალის სისტემატიზაციას (AVI ფაილების დაჭრა-დახარისხებას), მეტამონაცემებით აღჭურვას, სინქრონიზაციას ELAN-ის ფაილში და ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივში (DigiArchive: http://digiarchive.bsu.edu.ge/) განთავსებას ღია რესურსის სახით.

IV. საზაფხულო სკოლა, ასევე, ითვალისწინებს მოპოვებული რესურსების დამუშავებისა და კვლევის შედეგების პრეზენტირების უნარ-ჩვევების დაუფლებას. ამ მიზნით საზაფხულო სკოლის პროგრამაში დაგეგმილია სასერტიფიკატო მოხსენებების მომზადება და წარმოდგენა სკოლის ფარგლებში მოპოვებული და დამუშავებული მასალის საფუძველზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

სკოლაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/oeeCh

ანკეტურ მონაცემებთან ერთად ამ ბმულზე უნდა აიტვირთოს:

1) სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 150 სიტყვა)

2) ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან აქტიური აკადემიური სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ

3) რეკომენდაცია (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული);

წინასწარი რეგისტრაცია 15 ივნისს დასრულდება.

ორი კვირის განმავლობაში პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალი გამოავლენს საუკეთესო მონაცემების მქონე 20 მონაწილეს.

30 ივნისს გამოქვეყნდება კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა სია და საზაფხულო სკოლის პროგრამა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა