ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და MED.E.A-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და MED.E.A-ს - (უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი ხმელთაშუაზღვისპირეთის, ევროპისა და აფრიკისთვის, მალტა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და MED.E.A-ს პრეზიდენტმა, დევიდ ვანოზიმ. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, ასევე ახალი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ MED.E.A-ს პროფესორი, ლორენცო ფიორიტო და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა