
,,Erasmus+”-ის ეროვნულ ოფისი საქართველოში გიწვევთ ,,Erasmus+ “-ის საინფორმაციო დღეებზე ბათუმში. ღონისძიების მიზანია Erasmus+-ის პროგრამისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შემდეგი სექტორებისთვის: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და სწავლება, ზრდასრულთა განათლება, სკოლები, სპორტი და ახალგაზრდობა.
მონაწილეების ექნებათ შესაძლებლობა შეიტყონ არსებული დაფინანსების, პროექტის განხორციელების სტრატეგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.
თარიღი: 23 ივნისი
ლოკაცია: ბათუმი, საქართველო (ლოკაციის შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნება რეგისტრირებულ პირებთან)
ენა: ქართული
სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, სკოლების წარმომადგენლები, პროფესიული განათლებისა და სწავლების წარმომადგენლები, ზრდასრულთა განათლების ინსტიტუციების წარმომადგენლები, რეკრეაციული სპორტის ინსტიტუციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გაითვალისწინეთ: სესიების უმეტესობა ტარდება ინსტიტუციების/ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ინდივიდუალური პირებისთვის ტარდება მხოლოდ შემდეგი სესია : “მობილობის შესაძლებლობები სტუდენტებისათვის და ახალგაზრდებისთვის.”
ღონისძიების დღის წესრიგი: https://shorturl.at/MYJjn
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/tuYt4
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 18 ივნისი , 24:00 (საქართველოს დროით).
უკან |