
ბსუ-ს მოხალისე სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა კულტურულ-შემეცნებითი ფესტივალი „ART-ერა“, რომელშიც საუნივერსიტეტო მუსიკალური კლუბები და სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“-ს ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. პროექტ ,,ART-ერას" მიზანია ხელოვნების მეშვეობით თაობებს შორის ემოციური კავშირის გაღრმავება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მოაწყვეს შემოქმედებითი ღონისძიებები ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ასევე წმინდა მატათას სახლის ბენეფიციარებისთვის და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიება ჩატარდა „სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ახორციელებს.
უკან |