საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი

სურათისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. საკანონმდებლო ორგანოს პირველმა პირმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა და ქვეყნის განვითარების ხედვაზე ესაუბრა. დავით ბაქრაძემ ახალგაზრდებს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე პროექტები და პრეზიდენტის ინიციატივები გააცნო. ყურადღება გაამახვილა სტუდენტურ ბარათზე, დაზღვევაზე, საზაფხულო დასაქმებისა და სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესების პროგრამაზე. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა