უცხოელი პროფესორები სანფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებით

სურათისაინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებზე უცხოელმა პროფესორებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლექციები წაიკითხეს. ნიუმბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა იოჰან იოშერმა ახალგაზრდებს თანამედროვე მიკროპროცესორების დაპროექტება გააცნო. სალექციო კურსში წარმოდგენილი იყო თანამედროვე მიკროელექტრონიკაში გამოყენებული ინტეგრალური სქემების შემადგენელი ელემენტური ბაზის დაპროექტების შესაძლებლობები და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები. ესტონელმა პროფესორმა ვლადიმერ ტომბერგმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, როგორიცაა სამომხმარებლო გამოცდილების პროექტირება ვებტექნოლოგიებში. ყურადღება გაამახვილა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის, ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო ინფრასტრუქტურის, სამომხმარებლო ინტერფეისის დაპროექტებისა და რეალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ავსტრიელმა პროფესრომა ანდრეას ზალსბურგერმა ლექციები დიდ ადრონულ კოლაიდერში ”ატლასის” დანადგარზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე, მის მნიშვნელობასა და შედეგებზე წაიკითხა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა