პოეტ ფრიდონ ხალვაშის გახსენება

სურათიუნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში ცნობილი პოეტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ფრიდონ ხალვაშის საფლავთან შეიკრიბნენ და ფრიდონობა აღნიშნეს. ახალგაზრდებმა მწერლებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, პოეტის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად შემოქმედი გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს. ცნობილ პოეტს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. მხცოვანი მწერალი 2010 წლის 8 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა