ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

სურათირსუ-ს სააქტო დარბაზში სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ქალაქ ბათუმის 22 საჯარო ბაღის 250-მდე აღსაზრდელმა უნივერსიტეტის სცენაზე მუსიკალურ ნომრებთან ერთად იუმორისტული სკეტჩები და ცეკვები შეასრულა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა, ადმინისტრაციამ და პროფესორ-მასწავლებლებმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, ხოლო სტუდენტური თვითმმრთველობა სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა