ლიუბლიანას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

სურათილიუბლიანას უნივერსიტეტის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეწვია. სლოვენიის უმაღლესი სასწავლებლის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი კატია სერიაკი და ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლები რსუ-ს რექტორსა და სხვადასხვა სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ახალი სასწავლო წლიდან ეკონომიკის, ფარმაციის, ქიმიისა და მათემატიკის სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიუბლიანას უნივერსიტეტში ისწავლიან, ხოლო პროფესორ-მასწავლებლები სტაჟირებას გაივლიან. ვიზიტის ფარგლებში ლიუბლიანას უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორმა სტანე სრჩიჩიმ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ტაბლეტის გარსის ერთგვაროვანი სისქის გრუნტირების შესწავლა დასახვევი გენერატორის საშუალებით“.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა