„სტუდენტური დღეები-2011“-ის გრან-პრი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა

სურათი„სტუდენტური დღეები-2011“ ქედაში ინტერმედიით დასრულდა. სტუდენტურ დღეებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. სპეციალურმა ჟიურიმ ახალგაზრდების შესაძლებლობები სხვადასხვა ნომინაციაში შეაფასა. გრან-პრის მფლობელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. საუკეთესო ფოლკლორული და მუსიკალური ნომრებისა და საუკეთესო მკლავჭიდელების ნომინაციების პრიზიორებად რსუ-ს სტუდენტები დასახელდნენ.

ნომინაციებში - მის უნივერსიტეტი და საუკეთესო მხიარულთა და საზრიანთა კლუბი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა გაიმარჯვეს, ხოლო ნომინაციაში საუკეთესო ფეხბურთის გუნდი, პირველობა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა მოიპოვა. „სტუდენტური დღეები - 2011“ -ის გამარჯვებულ სტუდენტებს ფასიანი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ინტერმედია აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა