საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის პირველი კურსის სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ქობულეთის დაცულ ტერიტორიას ეწვივნენ. ახალგაზრდები გაეცნენ მსოფლიოს უნიკალური პერკოლაციური ტიპის სფაგნუმიანი ტორფნარების უნიკალურ მრავალფეროვნებას, რომელიც წარდგენილია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციაზე. 
სტუდენტებს ცოცხალი ტორფნარის ბიომრავალფეროვნებასა და კონსერვაციის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ ასისტენტ პროფესორი ინგა დიასამიძე, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და  ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსი, მთავრი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე და  ქობულეთის დაცული ტერიტორიების მთავარი სპეციალისტი სოფიო თხილაიშვილი.

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასანბლეამ გამოაცხადა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა