საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა ფარმაცევტული საწარმოს „ბიოპოლუსის“ წარმომადგენლებთან

სურათი

ფარმაცევტული საწარმოს „ბიოპოლუსის“ მფლობელი გელა ობოლაშვილი და საწარმოს დირექტორი ზურაბ მეხრიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორს მერაბ ხალვაშს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს მარინა ქორიძეს და ფარმაციის პროგრამის ხელმძღვანელს ეთერ ჯაყელს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში გელა ობოლაშვილმა აღნიშნა, რომ ესაჭიროება კადრები  და ისაუბრა ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა და მაღალკურსელთა დასაქმების თაობაზე კუთვნილ საწარმოში.

ყურადღება გაამახვილა წარმატებულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებასა და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი  პროგრამებით  მათი უზრუნველყოფის შესახებ.  ბსუ-ს წარმომადგენლებმა შესთავაზეს ასევე ბსუ-ს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის პროგრამის სტუდენთთა ჩართულობაც შესაბამისი კვალიფიკაციით. საწარმოს დირექტორთან ზურაბ მეხრიშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს საწყის ეტაპზე მოეწყოს უშუალო შეხვედრა უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამის სტუდენტებთან მათი უკეთესი ინფორმაციულობისათვის. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს განახლებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საკითხებზე, დამსაქმებლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე  ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაზე.   

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა