
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ლანა ირემაძე 18-22 ნოემბერს „Erasmus+“- ის შერეული ინტენსიური პროგრამის "ველური ბუნების მართვა და კონსერვაცია ადამიანის მიერ შეცვლილ ეკოსისტემებში" ფარგლებში იმყოფებოდა ლიეტუვაში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში. პროგრამა მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, მათ შორის ონლაინ და პირისპირ ლექციებს, დისკუსიებს, თვითშესწავლას, სტუდენტების პრეზენტაციებს, საველე გამოცდილებას და ევროპის ბიზონების პოპულაციის მონახულებას. სტუდენტმა მიიღო პრაქტიკული ნადირობის გამოცდილება. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით გაიგო ველური ბუნების პოპულაციის აღდგენის, ტყის ეკოსისტემებსა და სოფლის მეურნეობაში მათი როლის შესახებ, საველე-პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, რაც სტუდენტს სამომავლოდ დაეხმარება კარიერულ წინსვლაში.
უკან |