საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

AGNI FEST- ეთნიკური კულტურის დღე ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის უცხოელმა სტუდენტებმა AGNI FEST-ის ფარგლებში ეთნიკური კულტურის დღე მოაწყვეს. AGNI FEST ინდურ კულტურაში ცეცხლის დღესასწაულს განასახიერებს და სიწმინდის სიმბოლოა. ფესტივალის მიზანია სტუდენტების გაერთიანება და მეგობრული კავშირების დამყარება. ღონისძიებაზე გაიმართა ფესტივალის ეთნიკური ნაწილი, სადაც წარმოდგენილი იყო ინდოეთის სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსი, კერძები და მუსიკალური ნომრები.

ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა მრავალფეროვან სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ AGNI FEST-ის ფარგლებში გამართულ კონკურსებსა და ღონისძიებებში.

AGNI FEST ბსუ-ში 2019 წლიდან იმართება და უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი კულტურა და ტრადიციები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა