
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 სასწავლო წლის სტუდენტებისთვის გერმანიაში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ქირურგიის მიმართულებით სტაჟირების გავლის მიზნით.
გამარჯვებულ სამ სტუდენტს 15 აგვისტოდან 4-8 კვირის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ ეტაპობრივად გაეცნონ ინტენსიური თერაპიის საკითხებს, დაესწრონ ოპერაციებს, სიმსივნის შესახებ გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს, ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოპებს.
კონკურსანტებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
Sophia.chikhladze@uniklinik-freiburg.de
- სამოტივაციო წერილი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- სასწავლო ბარათი
- CV
აუცილებელია სტუდენტი ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას.
გაცნობებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრებას მოიცავს. შერჩეულ კანდიდატებს დეტალური ინფორმაციისთვის დავუკავშირდებით ინდივიდუალურად.
კომისიის შემადგენლობა:
- პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი
- პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე - მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
- პროფესორი სტეფან ფიხტნერ ფაიგლი - ფრაიბურგის ზოგადი და ვისცერული ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკური დირექტორი
- მედ.დოქტორი.სოფია ჩიხლაძე - ფრაიბურგის უნივერსიტეტის პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
უკან |