საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ცირკულარული მართვის სახელმწიფო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა“

სურათი

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ირმა გურგულიანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექცია თემაზე – „ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ცირკულარული მართვის სახელმწიფო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა“ – სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო გაეღრმავებინათ ცოდნა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის, მოქმედი რეგულაციების და ამ სფეროში არსებული სამომავლო ხედვების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები დარგის აქტუალურ საკითხებზე. ლექციის დასასრულს, მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა