
14 მაისს, უნივერსიტეტის 328-ე აუდიტორიაში, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) მკვლევარმა, გივი კალანდიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სუპრამოლეკულური ქიმია და ხელოვნური მოლეკულური მანქანები“.
მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და სწრაფად განვითარებად მიმართულებაზე, რომელიც ცოცხალი სისტემების მექანიზმების მოდელირებასა და ხელოვნური მოლეკულური მანქანების შექმნას ეხება.
ლექციას ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის, ბიოლოგიის, ფარმაციისა და სტომატოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, ასევე ქიმიისა და ბიოლოგიის დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს და დამსწრეებს ინტერესისა და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა და მემბრანული და აგრარული ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ნინო მხეიძემ მადლობა გადაუხადეს სტუმარს საინტერესო ლექციისთვის და მომავალში თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
| უკან |











