
მესამე მისიის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეთერ ჯაყელი ეწვია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლას.
ლექციის თემა იყო : „ფარმაციის ისტორიიდან - პირველი აფთიაქები საქართველოში“. სადაც ისაუბრა „აფთიაქის“ ეტიმოლოგიაზე, პირველი წამალთხანების შესახებ. აღნიშნა, რომ პირველ აფთიაქებს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის, უნიკალური ციხე-ქალაქების, ვარძიისა და უფლისციხის სახელს უკავშირდება. ეთერ ჯაყელმა მოსწავლეებთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა წამლის ფორმების სახეებზე და მათ მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა მოცემული რეცეპტის მიხედვით დაამზადეს სითხოვანი წამლის ფორმა - სახის გამწმენდი ემულსია. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ეთერ ჯაყელმა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
| უკან |






