
ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფარმაციის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ფარმაცევტული კომპანია „იმპექსფარმის“ წარმომადგენლები - ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის ხელმძღვანელი რუსკა შანიძე და ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტი ნინი ხომიზურაშვილი შეხვდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ნატო ზოსიძე და ფარმაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეთერ ჯაყელი. „იმპექსფარმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე, სტუდენტებს გააცნეს აგრეთვე დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები. სტუდენტებს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრაზე დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანია „იმპექსფარმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
| უკან |



