საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის ვიზიტი პოლონეთში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე, “Erasmus+”-ის  აკადემიური პირების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის 18–22 მაისს იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში.  

პროგრამის ფარგლებში გუგული დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კვირეულში თემაზე: „ურბანული გარემო ყველასათვის: უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სივრცეები ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან“, რომელიც გაიმართა ბიდგოშჩის  უნივერსიტეტში. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გუგული დუმბაძემ, ჩაატარა ლექცია თემაზე: „ურბანული კლიმატური გამოწვევები და ინკლუზიური, კლიმატისადმი მდგრადი ქალაქები: ბათუმის  მაგალითი“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები. Erasmus+ International Staff Week-ის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების განხილვასა და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შესაძლებლობებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა