საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ აცხადებს სტაჟირებას ქირურგიის მიმართულებით ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-V  სასწავლო წლის სტუდენტებისთვის გერმანიაში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ქირურგიის მიმართულებით სტაჟირების გავლის მიზნით.

კონკურსის შედეგად შერჩეულ ორ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება 2026 წლის 14 სექტემბრიდან 4–8 კვირის განმავლობაში გაიაროს სტაჟირება ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხებს, დაესწრებიან ქირურგიულ ოპერაციებს, ონკოლოგიური შემთხვევების განხილვის მიზნით გამართულ მულტიდისციპლინურ საკონსულტაციო შეხვედრებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 25 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაცია:

sophia.chikhladze@uniklinik-freiburg.de

nato.zosidze@bsu.edu.ge

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • სამოტივაციო წერილი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სასწავლო ბარათი;
  • CV (Curriculum Vitae).

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა გერმანული ან ინგლისური ენის ფლობა.

კონკურსის პირველ ეტაპზე  საკონკურსო კომისია შეარჩევს ექვს კანდიდატს, რომლებთანაც 2026 წლის 15 ივლისს გაიმართება ონლაინ გასაუბრება. გასაუბრების შედეგების საფუძველზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული სტუდენტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სტაჟირების პროგრამაში.

კომისიის შემადგენლობა:

  • პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი-საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი
  • პროფესორი ნატო ზოსიძე -საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
  • პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე-მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
  • პროფესორი სტეფან ფიხტნერ  ფაიგლი - ფრაიბურგის ზოგადი და ვისცერული ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკური დირექტორი
  • მედ.დოქტორი.სოფია ჩიხლაძე-ფრაიბურგის უნივერსიტეტის პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააფინანსებს ბსუ-ს ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის - „უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და მოწინავე კომპანიებში სტუდენტების სასწავლო პროგრამების დაფინანსება“ - ფარგლებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა