საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობა Simulation Games 2026-ში

სურათი

4-5 ივლისს,ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში (BAU) პირველად გაიმართა Simulation Games 2026 — სამედიცინო სიმულაციური თამაშები, რომლებიც მიზნად ისახავდა მედიცინის სტუდენტების კლინიკური კომპეტენციების, პრაქტიკული უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას თანამედროვე სიმულაციური სწავლების მეთოდების გამოყენებით. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ რეალურ კლინიკურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიმულაციურ სცენარებში, სადაც პრაქტიკაში გამოიყენეს კლინიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციის, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და პაციენტის პრეჰოსპიტალური მართვის უნარები. თამაშების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად Basic Life Support (BLS)-ისა და Advanced Cardiovascular Life Support (ACLS)-ის ალგორითმების პრაქტიკული განხორციელება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის მიმართულების ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა: ანანო ვერძაძემ, ნანა ლილუაშვილმა, Manorevanth Saddala და Tanishq Sharma.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების მონაწილეობას მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს მომავალი ექიმების პროფესიული კომპეტენციების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა