საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებით, გეოგრაფიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თეა ქოიავა და გეოგრაფიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი სრული შემადგენლობით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დარგის წამყვანი დამსაქმებლები:

  • ელდარ ცინცაძე -სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი;
  • რუსუდან დიასამიძე-გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული მეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელი;
  • მამუკა ფუტკარაძე-აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი;
  • გურანდა ბაგრატიონი-აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი;
  • მიხეილ კოპლატაძე-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

სამუშაო შეხვედრაზე დამსაქმებლები გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებს, სტრუქტურასა და სასწავლო გეგმებს. მათ პროგრამების განვითარების მიზნით წარმოადგინეს პრაქტიკული რეკომენდაციები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასა და სტუდენტთა სტაჟირების შესაძლებლობების გაფართოებაზე. აღნიშნული რეკომენდაციები და კითხვარების ანალიზის შედეგები სრულად იქნება გათვალისწინებული პროგრამების შეფასებისა და სრულყოფის პროცესში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა