
1–3 ივლისს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები“, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლეილა ახვლედიანი. ტრენინგი განკუთვნილი იყო საბუნებისმეტყველო, ბიოსამედიცინო, კლინიკური მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულებების აკადემიური პერსონალისთვის.
ტრენინგის პირველ ეტაპზე ყველა მიმართულების წარმომადგენელმა ერთობლივ სასწავლო სესიებში მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილული იყო თანამედროვე საუნივერსიტეტო ლექციის დაგეგმვისა და ეფექტიანად წარმართვის სტრატეგიები, ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომის – შებრუნებული კლასის (Flipped Classroom) -თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.
ტრენინგის მეორე ეტაპზე მონაწილეები მიმართულებების მიხედვით ჩაერთნენ პრაქტიკულ ვორკშოპებში, სადაც განიხილეს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL), პირდაპირი დაკვირვების ქვეშ პროცედურული უნარების შეფასების (DOPS), ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდის (OSPE), მინი კლინიკური შეფასების სავარჯიშოს (Mini-CEX) და ერთწუთიანი აღქმის (One Minute Preception) მოდელები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებაზე, შეფასების კრიტერიუმების ჰარმონიზაციასა და განვითარებისკენ მიმართული, ხარისხიანი უკუკავშირის მიწოდების ტექნიკებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპეტენციებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების (Competency-Based Medical Education – CBME) პრინციპების დანერგვას, რაც თანამედროვე სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლინიკური სწავლების ეტაპზე შეფასების თანამედროვე მეთოდების მნიშვნელობას, რომლებიც უზრუნველყოფს სტუდენტთა კლინიკური კომპეტენციების, კლინიკური მსჯელობის, პროცედურული უნარების, პროფესიონალიზმისა და პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის შეფასებას რეალურ ან სიმულაციურ კლინიკურ გარემოში.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს შეფასების ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებაზე, შეფასების კრიტერიუმების ჰარმონიზაციასა და ხარისხიანი, განვითარებისკენ მიმართული უკუკავშირის მიწოდების ტექნიკებზე, რაც თანამედროვე კომპეტენციებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების (CBME) ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა.
| უკან |






