
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ღონისძიება "ბათუმური სურნელი - პარფიუმი, როგორც მეცნიერება" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტები კახა კოტრიკაძე და ანა ჯინჭარაძე.
სტუდენტებმა დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარადგინეს პრეზენტაცია ,, აჭარაში გავრცელებული მცენარეების ეთერზეთებისა და მათი არომათერაპიული პერსპექტივების შესახებ”. პრეზენტაციისას მიმოიხილეს ეთერზეთების სასარგებლო თვისებები და მათი გამოყენების სფეროები, აგრეთვე წარმოადგინეს მიღებული ოსმანტუსისა და ყოჩივარდას ეთერზეთის კვლევის შედეგები.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მაია ვანიძე და ქიმიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ინტერაქტიულ არომა-სესიაში, ადგილზე გამოეცადათ ბუნებრივი ეთერზეთების თვისებები და ყნოსვითი აღქმის საიდუმლოებები.
| უკან |




