
5-6 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ შიმკენტში, სამხრეთ ყაზახეთის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით საერთაშორისო კონგრესი გაიმართა თემაზე: „ინტერდისციპლინური ნევროლოგია - 2026“.
კონგრესში მონაწილეობდნენ „პარკინსონის დაავადების გენეტიკის გლობალური პროგრამის“ (GP2) მკვლევრები და „პარკინსონისა და მოძრაობის დარღვევების საერთაშორისო საზოგადოების“ (MDS) წამყვანი ექსპერტები. საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი შორენა ვაშაძე.
ვიზიტის ფარგლებში, მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ შიმკენტის (ყაზახეთი) სამხრეთ ყაზახეთის სამედიცინო აკადემიას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო-კვლევით და გაცვლითი პროგრამების დაგეგმვას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
| უკან |





