ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ორგანიზებით 2015 წლის 16-19 სექტემბრს ტარდება V საერთაშორისო სკოლა-სემინარი ,,ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’. სკოლა-სემინარი ჩატარდება ინტერდისციპლინურ ფორმატში და მოიცავს შემდეგ საკითხებს - ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბიოსუფრთხოება, ბიოეთიკური პრინციპებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობა ბიოსამედიცინო საქმიანობაში, ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური ბანკების შექმნის მნიშვნელობა ფუნდამენტური კვლევებისა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისათვის, ეთნობოტანიკური კვლევების მნიშვნელობა ბიომედიცინაში.
სკოლა-სემინარის ძირითადი მიზნებია:
- მეცნიერებისადმი სტუდენტთა ინტერესის სტიმულირება;
- მსმენელთა გაცნობიერება ბიოსამედიცინო მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებში;
- საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე ინტერდისციპლინური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;
- სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
- ახალგაზრდა მეცნიერთა ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების ჩამოყალიბების სტიმულირება.
დასახული მიზნების მისაღწევად ბიოსამედიცინო მიმართულების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერების და უმაღლესი სასწავლებლების წამყვანი პედაგოგების მიერ ჩატარდება ლექციები, მასტერ-კლასები, დისკუსიები და ლაბორატორიული მეცადინეობები.
სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და რეზიდენტებს (სულ 30 მონაწილე).
მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი CV-სა და გასაუბრების საფუძველზე.
სკოლა-სემინარის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაცია დაიწყება 25 აგვისტოდან.
	მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის 35, მე-3 სართული, 315 აუდიტორია, 10-დან 17 საათამდე.
	ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
	ტელ.: 599 12 26  33
	ელ. ფოსტა: nsh@bsu.edu.ge
სკოლა-სემინარში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა (40 ლარი) უნდა ჩაირიცხოს ანგარიშის ნომერზე:
	სსიპ ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
	საიდ. კოდი: 245428 158;
	მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
	მიმღების დასახელება -ხაზინის ერთიანი ანგარიში;
	ბანკის კოდი - TRESGE 22;
	მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7263 – (სსიპ. ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სკოლა-სემინარის ,,ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’  სარეგისტრაციო თანხა).
 სკოლა სემინარის პროგრამა
  სკოლა სემინარის პროგრამა| უკან | 

